|
2026-09-11 11:53:38, 265 ნახვა
ეკონომიკა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, ხოლო სირიაში 99.8% შეადგინა, - ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის მთავრობის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 4.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი მსოფლიოდან საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100%-ია. საქართველო: წლის პირველ 8 თვეში იმპორტირებულმა ნედლმა ნავთობმა სულ 4.6 მლნ ბარელი შეადგინა და ასივე პროცენტი რუსეთიდან შევიდა. სირია: 13.5 მლნ ბარელის იმპორტიდან რუსეთის წილმა 99.8% შეადგინა ჩამონათვალში ასევე შევიდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი. ირკვევა, რომ უნგრეთის იმპორტში რუსული ნავთობის წილი 93%-ია, სლოვაკეთში კი 65%. ასევე, 55%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა კუბაში, 50% ირანში, 41% კი ბრუნეიში. დოკუმენტის თანახმად მოცულობით უმსხვილესი მყიდველების ჩამონათვალი ასეთია: • ჩინეთი: 585 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 25%) • ინდოეთი: 453 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 38%) • თურქეთი: 44 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 23%) რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად რთული რჩება გლობალური ენერგოვაჭრობის დამოკიდებულების გაწყვეტა რუსეთზე. საქართველოში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ძირითადად კულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდებოდა, თუმცა მისმა მფლობელმა კომპანიამ (Black Sea Petroleum) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტოს ბოლოდან ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული (ყაზახური და ლიბიური) ნედლეულის გადამუშავებაზე, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციები.
Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)