07:15 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-10 20:07:59, 2711 ნახვა

საზოგადოება
COMCOM: რუსთავი 2 მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის გავაფრთხილეთ

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი ორი მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილეს. COMCOM წერს, რომ საქმე "მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას" ეხება.

"კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქება.

კანონმდებლობით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ "მედია ჰოლდინგი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცირებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა" - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics