|
2026-09-10 20:06:27, 330 ნახვა
საზოგადოება
შეშფოთებულები ვართ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპით- წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია
საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებას გამოხატავენ კობახიძის განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში "ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის" დანერგვას გულისმობს. ასოციაციის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეებს მოუტანს განათლების სისტემასა და საზოგადოებას, კერძოდ, შეზღუდავს აკადემიურ და ინტელექტუალურ მრავალფეროვნებას, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიულ ავტონომიას, შეამცირებს კონკურენციასა და ხარისხს, შექმნის ცენტრალიზაციისა და გამჭვირვალობის რისკებს, ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და საგამომცემლო სექტორზე. მათი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტები იმისთვის უნდა იყოს მოწყობილი, რომ საგანმანათლებლო შინაარსის ხარისხი და დამოუკიდებლობა არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული ხელისუფლების კონკრეტული შემადგენლობის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებზე "საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, რომელიც საგამომცემლო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. "ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის" დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ცვლილების შეფასებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, განათლების უფლება და ის ღირებულებები, რომლებზეც დემოკრატიული განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ყველას ანიჭებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას. ამასთან, კონსტიტუციით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების, აზრისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება. ეს უფლებები სახელმწიფოს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს: უზრუნველყოს არა მხოლოდ განათლებაზე თანაბარი წვდომა, არამედ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას, კრიტიკულ მსჯელობასა და პიროვნების თავისუფალ განვითარებას. იგივე პრინციპს ეფუძნება ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სამართალი. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების, ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისკენ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის ჩამოყალიბებისა და თავისუფალ საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ცხოვრებისათვის მომზადებისკენ. შესაბამისად, განათლების ხარისხი მხოლოდ ინფორმაციის ერთიანი სტანდარტით მიწოდებით არ უნდა განისაზღვროს. მნიშვნელოვანია, რამდენად აძლევს განათლების სისტემა მოსწავლეს შესაძლებლობას, დასვას კითხვები, გააანალიზოს განსხვავებული ხედვები და დამოუკიდებელი დასკვნები გააკეთოს. სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და მიწოდებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციური გარანტიების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფს შინაარსობრივ მრავალფეროვნებასა და დამოუკიდებელ პროფესიულ შეფასებას. ყველა ბავშვისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. თუმცა, თანაბარი ხელმისაწვდომობა და ერთიანი სახელმძღვანელო ერთი და იგივე არ არის. ამ კონტექსტში ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული "რეფორმა" არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე, სასწავლო რესურსების მრავალფეროვნებაზე, სკოლისა და პედაგოგის პროფესიულ ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მდგრადობაზე. ამასთან, ნებისმიერი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა წინასწარ შეაფასონ ის შესაძლო შედეგები და რისკები, რომლებიც აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს. გვსურს, მკაფიოდ განგიმარტოთ ის საფრთხეები რასაც ეს გადაწყვეტილება მოუტანს განათლების სისტემასა და საზოგადოებას:
ძლიერი და მრავალფეროვანი საგამომცემლო სექტორი წარმოადგენს ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ეკოსისტემის ნაწილს. მისი განვითარება ხელს უწყობს ახალი ავტორების, რედაქტორების, მთარგმნელებისა და საგანმანათლებლო ინოვაციების გაჩენას და საბოლოოდ თავად განათლების სისტემის გაძლიერებას. საქართველოს წიგნის ინსდუსტრიის ასოციაცია მიიჩნევს, რომ "ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის" დანერგვა არის მნიშვნელოვანი უკუსვლა, რომელიც პირდაპირ შეეხება განათლების ხარისხს, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მომავალს. განათლების სისტემის უპირველესი მიზანი უნდა იყოს ბავშვის განათლების უფლებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვა, ხოლო მისი მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების, განათლებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლების პრინციპებს. დემოკრატიული განათლება უნდა უზრუნველყოფდეს თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგბლიანი მოქალაქეების აღზრდას." - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს წიგნის ასოციაცია აერთიანებს ქართული წიგნის ინდუსტრიის 28 მნიშვნელოვან წარმომადგენელს/წევრს, როგორც მსხვილ, ისე მცირე გამომცემლობებსა და წიგნის გამავრცელებელ ორგანიზაციებს. მათ შორისაა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, გამომცემლობა ინტელექტი, გამომცემლობა არტანუჯი, პალიტრა L, ინდიგო, ქარჩხაძის გამომცემლობა და სხვები.
Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)