|
2026-09-09 15:28:42, 1878 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სების შეფასებით, ინფლაციის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნებას ძირითადად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები განაპირობებს, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. „2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას კვლავ მეტწილად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები განაპირობებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი წვლილი ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავება ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობასა და საერთაშორისო ფასების მერყეობას ზრდის. ამავდროულად, საერთაშორისო სასურსათო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხიც გაძლიერდა“, - წერს ეროვნული ბანკი. სების განცხადებით, ენერგორესურსების ფასების ზრდა სამომხმარებლო ფასებზე მხოლოდ პირდაპირი გზით არ აისახება. საწვავისა და ენერგიის გაძვირება ზრდის წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს, რაც შემდგომში სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც აისახება. „ენერგორესურსების ფასების ზრდა, სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირი გავლენის გარდა, წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს ზრდის და ამ არხით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც აისახება. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციების შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც მიწოდების შოკის ხანგრძლივობა, ისე მისი ფასების სხვა კომპონენტებზე გავრცელებისა და ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენის მასშტაბი“, - აღნიშნავს სები. ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ეტაპზე ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აგვისტოში საბაზო ინფლაციამ 3.6%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.4% შეადგინა. „აღნიშნული დინამიკა მიუთითებს, რომ მიწოდების შოკის მიუხედავად, მისი გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე ჯერ კიდევ ზომიერი რჩება. თუმცა, შოკის გახანგრძლივების პირობებში, იზრდება მისი მოლოდინებზე გადაცემის რისკი, რის გამოც მეორე რაუნდის ეფექტები კვლავ საყურადღებო ფაქტორია“, - წერს ეროვნული ბანკი. სების ცენტრალური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)