|
2026-09-09 15:21:00, 303 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი: ოცნება საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის
ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი ეხმაურება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მეოთხედით შემცირდა და მთავარი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთი გახდა. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს და საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი გახდა. ჩკპ-ის (ჩინეთის კომუნისტური პარტიის) „ინვესტიცია“ ყოველთვის დამანგრეველია და ქვეყანაზე კონტროლის აღებას ემსახურება. „ქართული ოცნება“ საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”, – წერს უილსონი X-ზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 468.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 23.2 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის, კერძოდ მეორე კვარტლის, დაზუსტებულ მონაცემებს.
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
თორნიკე რაზმაძეს რუსი პროპაგანდისტების სიმონიანის და სალავიოვის შეურაცხყოფისთვი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)