|
2026-09-09 15:10:40, 1679 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს (GeoSTQB) ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა. Testers' Day 2026-მა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს QA ინჟინრებს და ტექ-ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Safety by Design (SbD) პრინციპების წარდგენა გახლდათ. „ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, წელსაც შეუერთდა Testers’ International Day-სა და Testing Cup-ს, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროფესიული გარემოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე QA პროფესიული community-ის გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთანავე, აძლიერებს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით მსხვილი დამსაქმებლის პოზიციონირებას .“ -ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის IT დირექტორის მოადგილე. ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ: 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)