|
2016-04-07 19:32:31, 505 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაიჟინიენეს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღნიშნეს. მიხეილ ჯანელიძემ სეიმის სპიკერს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლორეტა გრაუჟინიენეს განცხადებით, ლიტვა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს და კვლავაც აგრძელებს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მხარეებმა გამოხატეს რწმენა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის აქტიური კავშირები შენარჩუნდება. მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სპიკერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი გააცნო , რაც დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ასევე აღინიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით პოტენციალი არსებობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა განათლების სფეროს და მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს, ქართველი სტუდენტებისათვის ლიტვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად სტიპენდიების გამოყოფისათვის, რაც ორი ქვეყნის მომავალი თაობების დაკავშირებას უწყობს ხელს. ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს დაუდასტურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ესტუმრება. ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გედიმინას კირკილასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ, როგორც მმართველი კოალიციის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ასევე ლიტვის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ლიტვის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია და მასში 68 დეპუტატი შედის. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ პარლამენტარებს, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ კავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მხარეებმა ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი მიმოიხილეს. ლიტველმა კანონმდებლებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და დაადასტურეს მზადყოფნა, აღმოუჩინონ მხარდაჭერა საქართველოს ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგის მოკლე დროში მისაღწევად, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მხრივ. მათი ინტერესის საფუძველზე მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინების შესახებ, ასევე გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პროცესი. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარებაც განიხილეს. შეხვედრის ბოლოს სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში საქართველოს ვიზიტით ესტუმრონ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)