|
2026-09-08 22:51:42, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს რეპრესიული კანონების გაუქმებისაკენ მოუწოდებს
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ იმ კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის დელეგაციის სახელით საუბრისას, ელჩმა მიკელე ჩერვონე დ'ურსომ ქვეყანაში არსებულ მზარდ რეპრესიებსა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მართლმსაჯულების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოყენებაზე მწვავე შეშფოთება გამოთქვა. ევროკავშირი მკაცრად გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების თვითნებურ დაკავებებსა და პატიმრობას, ერთდროულად კი ხაზს უსვამს, რომ თბილისმა ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა დაიცვას, პოლიტიკა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს.
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)