14:29 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-06 17:19:39, 489 ნახვა

სპორტი
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა

გერმანიის ძიუდო-ბუნდესლიგაში უპრეცედენტო სკანდალი ატყდა: საქართველოს ნაკრების წევრმა აკაკი ჯაფარიძემ, რომელიც „ლაიფციგის“ რიგებში თამაშობდა, სასტიკად სცემა და ყბა მოტეხა მეტოქეს, გერმანელი ძიუდოისტს და ოლიმპიური მონაწილეს ტიმო კაველიუს „აბენსბერგიდან“.

მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, ტიმო კაველიუსს ყბა მოტყდა და ორი კბილი დაკარგა. დაშავებული სპორტსმენი ლაიფციგის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბრძოლა გერმანელი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლის შემდეგ კაველიუსმა პროვოკაციული გამარჯვების ჟესტი გააკეთა. ამ მომენტში 24 წლის ჯაფარიძემ ნერვები ვერ მოთოკა - ის მეტოქეს თავს დაესხა და სახეში სამი ძლიერი დარტყმა მიაყენა.

„ლაიფციგის“ კლუბის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ოფიციალური ბოდიში ინსტაგრამზე და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი არ აქვს ძიუდოში, რომელიც პატივისცემასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული. ორივე გუნდის მწვრთნელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტი შოკისმომგვრელი გამონაკლისი იყო, რომელმაც კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობები არ უნდა დაანგრიოს.

ქართველ მოჭიდავეს, რომელიც სეზონში მხოლოდ მეორე მატჩს მართავდა, ამჟამად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება, ხოლო მის კლუბს დიდი ჯარიმა დაეკისრება. თავად ჯაფარიძემ ინციდენტისთანავე დატოვა არენა და სასტუმროში წავიდა. ის მატჩების დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. ტრავმის გამო, დაშავებული კაველიუსი დროებით ვერ შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას და შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე სარეიტინგო ქულების დაგროვებას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics