|
2026-09-05 10:24:27, 255 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში უკრაინისთვის ახალ სამშვიდობო გეგმას წარადგენენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს ახალ სამშვიდობო გეგმას წარადგენენ. „მათ ომის დასრულების წინადადება მოაქვთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში. ტრამპმა თქვა, რომ მისმა ელჩებმა „შესანიშნავი სამუშაო გაწიეს“ და წარმატების „კარგი შანსი“ დაინახეს. ტრამპისთვის, შეთანხმების მიღწევის მთავარი დაბრკოლება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულებაა. „მათ შორის დიდი სიძულვილია და ეს აფერხებს მათ. იცით, გასულ კვირას მათ [ბრძოლის ველზე] 32 000 ადამიანი დაკარგეს“, - აღნიშნა ტრამპმა. პარასკევს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიტკოფი და კუშნერი უახლოეს დღეებში მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. მან თქვა, რომ ამერიკელ მომლაპარაკებლებს უკრაინის დედაქალაქში 6 სექტემბერს ელიან, რაც მათი პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში. ზელენსკიმ ასევე შესთავაზა რუსეთის მხრიდან თავდასხმების ორმხრივი შეჩერება ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის დროს. „ჩვენი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება და რუსეთმაც უნდა უზრუნველყოს ორმხრივი დუმილი“, - აღნიშნა მან. ამასობაში, წყაროებმა The New York Times-ს განუცხადეს, რომ აშშ-მ კიევსა და მოსკოვს სთხოვა, შეწყვიტონ ორმხრივი თავდასხმები უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს. მათი თქმით, ამ მოგზაურობის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს; ელჩები შაბათს პუტინს, ხოლო კვირას ზელენსკის შეხვდებიან. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ყველაზე კონსტრუქციულ და შინაარსიან ვიზიტს“ ელის. „ჩვენ უნდა ვეძებოთ რეალისტური ვარიანტები ამ ომის დასასრულებლად. ვნახოთ, რა წინადადებები აქვთ სტივს და ჯარედს და რას ეტყვიან მათ მოსკოვში“, - დასძინა მან. 14 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „პუტინი მზადაა მიიღოს“ ამერიკელი მომლაპარაკებლები - „რას შემოგვთავაზებენ, სხვა საკითხია“. 23 აგვისტოს ზელენსკიმ ტრამპის ელჩებთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად ახალი სამშვიდობო წინადადებების მომზადების შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ გეგმა ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და ჯარების ორმხრივ გაყვანას, ასევე დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას მესამე მხარის კონტროლის ქვეშ. კრემლმა ეს ვარიანტი უარყო.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შესაძლოა რუსული მარცვლეულის ტრანზიტი თავიანთ პორტებში შეაჩერონ
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
პოლიციამ ტაქსის მძღოლის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის ერთი არასრულწლოვანი დააკავა, კიდევ ერთი კი ამხილა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)