09:14 - 05 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 14:43:20, 294 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული

ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება, აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგება, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში და ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„სააკაშვილის განცხადება შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ამას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილი კამპანია, ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, ქართველებს ომის დანაშაულების ჩადენა რომ დააბრალა. შემდეგ გვარამიას განცხადება გვახსოვს, რომ თითქოს ეს რაღაცა ტრავმაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ, მას ქალბატონი სამადაშვილი აჰყვა, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა შეკრა ეს ნარატივი. ესენი მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ ჰქონდეს. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც ოკუპანტს გადააბარეს ტერიტორიები. ეს 2008 წელს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. პარალელური არჩევნები ჩაატარეს და „გაუპრავეს“ ის არალეგიტიმური არჩევნები სეპარატისტებს. შემდეგ ღალატის მუხლი ამოიღეს, აღუდგინეს ე.წ. საზღვრები, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული იყო. ეს ღალატის ქრონიკა კარგად დაორგანიზებული იყო, რომელიც ორი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოს ასეთ შარში გახვევდნენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics