2026-09-03 17:39:22, 889 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე ნიკა გვარამია გამოიკითხა. ის ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალდებას წარუდგენენ:
„რასაც ვუყურებ, ორი მიმართულება იქნება განვითარების, ეს გამომძიებელზე არ არის დამოკიდებული ცხადია. ერთი არის პროპაგანდისტული, რომ აი ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვები მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე, ჯერ ყოველ შემთხვევაში. მეორე იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით“, - თქვა გვარამიამ მედიასთან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან