16:32 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 17:26:29, 545 ნახვა

პოლიტიკა
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ხუთშაბათს, გერმანიის ქალაქ ვაიმარში დაიწყო „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატის სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობენ გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იოჰან ვადეფული, რადოსლავ სიკორსკი და ჟან-ნოელ ბარო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები აჯამებენ თანამშრომლობის შედეგებს და განიხილავენ ევროპის წინაშე არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. დღის წესრიგში შემავალი თემებია:

სამმხრივი თანამშრომლობა
უკრაინის მხარდაჭერა
რუსეთის სულ უფრო აგრესიული ქმედებები
ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში არსებული ვითარება
გლობალური ეკონომიკური გამოწვევები
ტრანსატლანტიკური ურთიერთობები
„ვაიმარის სამკუთხედი“ არის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აკავშირებს პოლონეთს, გერმანიასა და საფრანგეთს. ის 35 წლის წინ, 1991 წლის 28-29 აგვისტოს, თიურინგიის ქალაქ ვაიმარში დაარსდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics