|
2026-08-28 11:40:41, 324 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა შეიწყალა
"მიხეილ ყაველაშვილმა სხვადასხვა დროს აქციებისას დაკავებული ის პირები შეიწყალა, რომლებმაც თავიანთი დანაშაული მოინანიეს."- განაცხავა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ. „სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ ადამიანი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და საკუთარ ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება. იგივე შემთხვევაა ახლაც, როცა პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება გამოიყენა – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა ჰუმანურობა გამოიჩინა და შეწყალება გამოიყენა. რაც შეეხება შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს, გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს როგორ ამუნათებდა, რომელთაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ადამიანებს თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ. რატომ? – მათ ამ ადამიანების ბედი რეალურად არ აინტერესებთ. მათი ნაწილი წააქეზეს, მოატყუეს და პარალელური სამყარო შეუქმნეს. შემდეგ კი, ეს ადამიანები მიატოვეს და მათი არსებობა დაივიწყეს. როცა ამ ადამიანებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა, მათი დამუნათება დაიწყეს და ამათ წინააღმდეგ თავდასხმებსაც კი დაიწყებენ. ამ ყველაფერს თავიანთი ხელით ან იმ დამქაშებით გააკეთებენ, რომლებიც არც თუ ისე ბევრია დარჩენილი“, – განაცხადა გორდულაძემ.
რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 6000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლებით ავსებს
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)