|
2026-08-25 17:36:39, 275 ნახვა
ეკონომიკა
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა სხვადასხვა საჭიროებას აერთიანებს - ფინანსური მართვიდან და ბუღალტერიიდან დაწყებული, ბრენდისთვის საჭირო მასალების შექმნით, მივლინებების ორგანიზებითა და ფინანსური ანალიტიკის გაუმჯობესებით დასრულებული. სწორედ ამ საჭიროებების გასამარტივებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს Business 360-ის ფარგლებში პარტნიორი კომპანიებისგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. აღნიშნული შეთავაზებები ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისები სპეციალური პირობებით და რესურსები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის უფრო ეფექტურად გამოიყენონ. ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება - Loialté საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს Loialté ერთი თვის განმავლობაში სრულ ბუღალტრულ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. შეთავაზება ასევე მოიცავს ერთჯერად კონსულტაციებს საგადასახადო, ფინანსურ, იურიდიულ და HR მიმართულებებით. 35%-იანი ფასდაკლება პოლიგრაფიულ მომსახურებაზე - Graphics ბიზნესებს, რომლებსაც კომპანიისთვის ბეჭდვითი და პოლიგრაფიული მასალების დამზადება სჭირდებათ, Graphics ნებისმიერი ტიპის პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლებები კორპორატიულ ტურისტულ მომსახურებაზე - Around the World ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობაც მივლინებებს, კორპორატიულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო მოგზაურობას უკავშირდება, Around the World სპეციალურ პირობებს სთავაზობს. შეთავაზება მოიცავს 400 ლარამდე ფასდაკლებას ტურ-პაკეტებზე, სპეციალურ ტარიფებს სავიზო მომსახურებაზე და 10%-იან ფასდაკლებას MSC Cruises-ისა და Costa Cruises-ის საკრუიზო პაკეტებზე. *შეთავაზება არ ვრცელდება მხოლოდ ავიაბილეთის ან სასტუმროს შეძენაზე. 50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციაზე - Amadeo Amadeo ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციაზე მომხმარებლებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. სერვისით სარგებლობა თვეში 50 ლარიდან არის შესაძლებელი და შეთავაზება ასევე მოიცავს უფასო ტრენინგსა და სისტემის დანერგვის პროცესში დახმარებას. ინფორმაციისთვის, Business 360 საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვადასხვა შესაძლებლობას აერთიანებს. მისი მიზანია, ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობისა და განვითარების პროცესში საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების მიღებაში დაეხმაროს. ეწვიეთ ბმულს აღმოაჩინეთ თვის შეთავაზებები და შეარჩიეთ ის სერვისები, რომლებიც თქვენს ბიზნესს სჭირდება.
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)