|
2026-08-25 12:29:27, 860 ნახვა
ეკონომიკა
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ ფონდმა მოქალაქეთა ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა. როგორც ფონდი განმარტავს, სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათივე განმარტებით, „თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“.
ცნობისთვის, გუშინ თამუნა მუსერიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წელს სესხები არ ჩამოაწერეს - ტეელწამყვანის თქმით, ამის შესახებ მას გუშინ აცნობეს. როგორც მუსერიძე ამბობს, რომ მის გარდა არაერთმა ადამიანმა დაუწერა კომენტარებში, რომ მსგავსი სიტუაცია მათაც შეემთხვათ.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
PISM: რუსეთი ცდილობს პოლონეთ-უკრაინის დავის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევას
მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას „გეოპოლიტიკური სამართლიანობა“ უწოდა
პუტინი არ შეხვედრია მოსკოვში ჩასულ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)