|
2026-08-24 18:59:54, 2920 ნახვა
საზოგადოება
სნოს სკოლის სადაც პატრიარქი ილია მეორე სწავლობდა დემონტაჟის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის, სადაც პატრიარქი ილია მეორე სწავლობდა არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ფონდი უარყოფს, რომ სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. „სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის რამდენიმე ათეული პრობლემური პროექტი გადაიბარა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია „დიკა 2010-სთვის“ ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი. აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული. ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა. ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, მიმდინარეობს დამატებითი სიღრმისეული კვლევა, მათ შორის გეოლოგიური კვლევა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე ამუშავებს განაცხადს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით“, — ნათქვამია განცხადებაში. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, სნოს სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც ადგილზე, სნოში, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. საბოლოო გადაწყვეტილება კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული. „საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს. სამუშაოები განახლდება მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დასკვნებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, — აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)