|
2026-08-24 12:20:41, 431 ნახვა
ვანო ზარდიაშვილის ნაცვლად სსე-ს დავით ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს
ვანო ზარდიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააქციო საზოგადოება სსე-ს ახალი გენდირექტორი დავით ვარდიაშვილი, მინისტრმა ელექტროსისტემის თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრას ვანო ზარდიაშვილიც ესწრებოდა და მარიამ ქვრივიშვილმა მას მადლობა გადაუხადა. ქვრივიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა. ეკონომიკის მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სსე-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. უწყების ცნობით, დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე. 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში. დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)