|
2016-04-07 12:25:11, 4329 ნახვა
კულტურა
ბათუმში საკონცერტო მოედანზე უმაღლესი ხარისხის აპარატურას ადგილობრივი პროდუსერები და მომღერლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ
ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ბათუმში საკონცერტო მოედანი მოეწყობა, რომელიც უმაღლესი ხარისხის აპარატურით იქნება აღჭურვილი და მას ადგილობრივი პროდუსერები და შემსრულებლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. "მე ვფიქრობ უპრეცედენტო შემოთავაზებაა ადგილობრივი პროდუსერებისთვის, ბენდებისთვის, შემსრულებლებისთვის- ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ბათუმში მოეწყობა საკონცერტო მოედანი, რომელიც აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელზეც მსოფლიო ვარსკვლავები გამოდიან. უსასყიდლოდ ვთავაზობთ ამას ჩვენ პროდუსერებს და შემსრულებლებს, მათ შეეძლებათ აღარ იფიქრონ იმაზე, თუ სად იშოვონ აპარატურა და ის სახსრები, რაც ასეთ საკონცერტო მოედანს სჭირდება, ეს უსასყიდლოდ გადაეცემათ მათ კონცერტების ჩასატარებლად", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება. პროექტის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. "ჩვენ ვიწყებთ ახალ ძალიან მასშტბაურ პროექტს, რომელიც არის საქართველო-მსოფლიოს კალენდარზე. ინგლისურად ჩვენ მას დავარქვით "Check in Georgia". აღნიშნული პროექტი პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავს. ეს იქნება კონცერეტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში. კონცერტები მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიებებია, რომელიც ზრდის ტურიზმს. რობი უილიამსი ჩვენ 27 მაისს გვეწვევა და „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება კონცერტი. მან ფეისბუქის გვერდზე დადო აფიშა. მას მხოლოდ „ფეისბუქის“ გევრდზე 4 მლნ მნახველი ყავს და იქ არის პირდაპირ დადებული, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისთვის იგი იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამით ამაღლდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა" ,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)