|
2016-04-06 19:46:34, 446 ნახვა
პოლიტიკა
”სამართლიანი არჩევნები” ხელისუფლებას მოუწოდებს განმარტოს, რომელი ნორმის საფუძველზეა შესაძლებელი საარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების საკითხს ეხმიანება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანმიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. „სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართა სპონტანურად და არათანმიმდევრულად, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცალსახა და ნათელი იყოს საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რასაც არაერთი საკანონმდებო რეგულაციის ამოქმედება უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშებული წესები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, გაუგებრობას ქმნის გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტო განისაზღვრა და არა არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვინეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია). უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკავშირდება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება. წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)