2026-08-05 17:20:49, 838 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მათი თქმით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,