|
2026-08-04 23:19:27, 702 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
საქართველოს ბანკის ინიციატივა - "მცირე ბიზნესის ჯაჭვი" ფართოვდება. კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესებს შორის თანამშრომლობისა და მომხმარებლების გაზიარების შესაძლებლობით დამატებით, კიდევ 20-მა კომპანიამ ისარგებლა. "მცირე ბიზნესის ჯაჭვი" საქართველოს ბანკის ინიციატივაა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება. პროექტის მიზანია, მცირე მეწარმეებმა ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან ერთიანი ქსელი, სადაც თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყაროდ იქცევა. ინიციატივას უკვე შეუერთდნენ შემდეგი ბიზნესები: Magnolia film lab, Meltingpot, Board Games Corner, Posteration, Kaleisi, ANNE Flowers, Chocotella, Meraki, 1973 Flowers, Hamo, Nari Ceramic Studio, Pancake, Inspiration Home Store, Lampino, Lolka Handmade Cakes, Lilat Flowers, W double You, White Studio, Street Smash, Board Games Guild, Distileria და Arena Gaming ჯაჭვის პირველი წრე კი უკვე აერთიანებს ისეთ ბიზნესებს, როგორებიცაა: Dodonut → City Hikers → Mob.Burgers → Sio Print → Lunatic → Wine Square → Maua.concept → Ganjina → JPG → Dodonut ინიციატივის ფარგლებში, "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" ჩართული კომპანიები მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს სთავაზობენ, რომლის გამოყენებაც პარტნიორ ბიზნესებთან შეუძლიათ. შედეგად, ერთი ვიზიტი მეორეს უკავშირდება - მომხმარებელი აღმოაჩენს ახალ ადგილებს, ხოლო ბიზნესები ახალ აუდიტორიას იძენენ. "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" ჩართვა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს:
ინიციატივაში მონაწილეობის პროცესი მარტივია - ბიზნესმა უნდა შეავსოს განაცხადი, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩართვის პირობების შესახებ. მონაწილე ბიზნესებს ბანკი გადასცემს კამპანიის მასალებს, მათ შორის პოსტერსა და ვაუჩერებს, რომლითაც ისინი საკუთარ მომხმარებლებს პარტნიორი ბიზნესების აღმოჩენაში დაეხმარებიან.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)