|
2026-08-04 14:25:38, 1626 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, ბანკი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, შეავსეთ განაცხადი და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ. მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში და ისწავლეთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკი უკვე ათ წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს. პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია UWC-ის საერთაშორისო განათლების პროგრამაში და ისწავლეთ სასურველ სკოლაში ხარისხიან საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში ბანკი 15–17 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოქმედ 18 UWC სკოლაში გააგრძელონ. პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის, ერისა და საზოგადოების დაახლოებას განათლების გზით და ახალგაზრდებს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს. საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი. საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)