|
2026-08-04 12:06:40, 1308 ნახვა
ეკონომიკა
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
თიბისი, როგორც საქართველოს ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალი თაობის გამარჯვებების მხარდაჭერას. განათლება გამარჯვებაა - სწორედ ამ რწმენით, თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOAI 2026 იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან. შოთა ელყანიშვილი: „ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე მიღებულმა წარმატებამ კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა, რომ საერთაშორისო დონეზეც კონკურენტუნარიანები ვართ. წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ მომზადების მეთოდებს, რათა თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. გვჯერა, რომ ეს შრომა საერთაშორისო ოლიმპიადაზეც შედეგს მოიტანს“. ლუკა დარსალია: „ჩვენ ვიცით, რომ ასტანაში მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები დაგვხვდებიან, თუმცა ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის. ინტენსიურმა მომზადებამ თავდაჯერებულობა მოგვცა, ხოლო ასეთ გამორჩეულ მოსწავლეებთან მუშაობა ჩვენთვისაც მუდმივი განვითარების პროცესია“. ნიკა მიქაბერიძე: „ჩვენი მიზანი მაღალი შედეგი და მედლებია. მოსამზადებელ პროცესში უზარმაზარი შრომა ჩავდეთ, შევქმენით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა და გვჯერა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების წარმატებაში აისახება“. IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია სისტემურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნას, საერთაშორისო გამოცდილებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სივრცეს აძლევს.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)