17:22 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 19:44:54, 7820 ნახვა

სპორტი
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს

თბილისის „იბერია“ ჯერ კიდევ თბილისშია, დიდი ბრიტანეთის ვიზების მოლოდინშია და ამის გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში „ლარნესთან“ სათამაშოდ გამგზავრებას ვერ ახერხებს, – ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს.

საქართველოს ჩემპიონის ადმინისტრაციამ ჩარტერული რეისი დაჯავშნა. გუნდი უკვე ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა ყოფილიყო და მატჩისწინა ვარჯიში გაემართა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი სავიზო პრობლემები შეექმნა და ამ დრომდე ელოდება, რომ სრული შემადგენლობით გაემგზავროს.

 ხვალ, თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ადგილობრივ "ლარნეს" უნდა შეხვდეს. თუკი, საკითხი ვერ გადაიჭრება, მაშინ სტუმრებს ტექნიკური წაგება ჩაეწერებათ: 0:3. ამდენად 11 აგვისტოს საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას "ლარნე" მოიპოვებს.

ამ წყვილში გამარჯვებული ინაღდებს კონფერენს ლიგის 36-გუნდიან ცხრილში თამაშს. თუმცა, თუკი პლეი ოფში გლაზგოს "რეინჯერსსა" და პოლონურ "იაგელონიას" შორის გამარჯვებულს დაჯაბნის, მაშინ ევროპა ლიგის ძირითად ბადესაც გამოკრავს ხელს. კონფერენს ლიგაზე 6 თამაშია და ძირითადი ბადე დეკემბერში მთავრდება, მაშინ როცა ევროპა ლიგაზე 8 თამაშია და კალენდრის მიხედვით ბადე 28 იანვარს სრულდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics