|
2016-04-06 16:20:11, 425 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ვცდილობთ, პიარი თუ არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ პიართან
“ბევრი ფული დაიხარჯა არაფერში და შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს ვდგავართ საჯარო რეესტრში და წინა ხელისუფლების დროს სწრაფად და ღობიდან გადახედვით დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციებს ვაუქმებთ“,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუიკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიწის რეგისტრაციის რეფორმას წარადგენს. მინისტრის თქმით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონ პროექტი მესაკუთრის უფლებების დაცვას ემსახურება. ამასთან, თეა წულუკიანის განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში, გამგებლების მონაწილეობით, შეხვედრებს გამართავს: “ბევრი ფული დაიხარჯა არაფერში და რეალურად შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს ვდგავართ საჯარო რეესტრში და წინა ხელისუფლების დროს სწრაფად და ღობიდან გადახედვით დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციებს ვაუქმებთ მესაკუთრის უფლებების დასაცავად. ჩვენ ეს არ გვინდა. ამიტომაც ვიფიქრეთ ამდენი და მოვიტანეთ ის, რაც ვიცით, რომ პრაქტიკაში გაამართლებს. პიარს რაც შეეხება, მე მაქვს ასეთი გეგმა, რომ ორად დავყოთ მუნიციპალიტეტები და პირობითად აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო და აღმოსავლეთ საქართველოში 2-3 დიდ ქალაქში მოვაწყოთ შეხვედრა გამგებლების მონაწილეობით და ასევე დასავლეთ საქართველოში 2-3 დიდ ქალაქში ჩემი შეხვედრები მოხდეს გამგებლების, დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობით აპრილი- მაისის თვეებში, რომ გამგებლებს ჰქონდეთ კითხვებზე პასუხები, თუ რას მოიტანს ეს რეფორმა. ამიტომ ვცდილობთ, ასე ვთქვათ, პიარი თუ არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ პიართან“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)