|
2015-02-19 13:58:35, 936 ნახვა
საზოგადოება
კულტურის სამინისტრო: ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მსახიობებმა
„კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა მსახიობებმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერმონიაზე ჩასვლა მოახერხონ", - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს, რომელიც ქართველ მსახიობებს უკვე დაუკავშირდა. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს. სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)