01:02 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 16:21:40, 293 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელი შეიცვალა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, 2026 წლის ივლისიდან, კარიერული დიპლომატი ემი ვ. დიასი, რომელიც ალან პერსელს შეცვლის, თბილისში აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ემი დიასი აშშ-ის საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი თანამდებობის პირია. საქართველოში დანიშვნამდე, იგი მუშაობდა მალავიში აშშ-ის საელჩოში მოვალეობის შემსრულებელი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური ურთიერთობების ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ზიმბაბვეში საკონსულო განყოფილების უფროსად და ავღანეთში აშშ-ის საელჩოში ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის უფროსად.

ადრე, იგი მუშაობდა კანონის უზენაესობის მრჩევლად და ამერიკის კონტინენტების სამიტის კოორდინატორად პანამაში, შიდა პოლიტიკის განყოფილების უფროსად თბილისში აშშ-ის საელჩოში და ვიცე-კონსულად ზიმბაბვესა და მექსიკაში.

დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 2002 წელს, პრეზიდენტის მენეჯმენტის სტიპენდიანტების პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა და 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული თანამდებობის პირია.

მან მერილენდის შტატში, წმინდა იოანეს კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით კი არიზონას უნივერსიტეტიდან იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო. სამსახურის განმავლობაში მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდო მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დიასი დაქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics