2026-07-30 13:45:04, 1093 ნახვა
პოლიტიკა
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - წერს კოშტა X-ზე.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინასა და პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ჩვენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად მხარდაჭერას ვზრდით. ევროპა ამ აგრესიის წინაშე ერთად დგომას გააგრძელებს“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან