22:24 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 18:09:08, 1058 ნახვა

პოლიტიკა
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა, რაც უკრაინელი რკინიგზელების მუშაობის გაძლიერებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღჭურვილობა უკრაინაში აზერბაიჯანიდან ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალური ჰაბის მეშვეობით ჩაიტანეს.

"მადლობას ვუხდით აზერბაიჯანს და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინისადმი სოლიდარობისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აპრილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მისი ვიზიტის ფარგლებში ექვსი ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდა.

ზელენსკის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ხუთი სამგზავრო ავტობუსიც გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics