|
2026-07-29 16:52:46, 1617 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ეკოსისტემის ფარგლებში შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ინიციატივის მიზანია, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერება. საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ასე გამოიყურება:
ეს რიცხვები ერთი, გრძელვადიანი ინიციატივის ნაწილია - ეკოსისტემის, რომელიც ციფრულ განათლებას, საგანმანათლებლო პარტნიორობებს, საზოგადოებრივ ჩართულობასა და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს აერთიანებს. მოსწავლეებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების შესაძლებლობები აღნიშნული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების აპლიკაცია - sCoolApp, რომელიც ინტერაქტიური კონტენტისა და თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებლებს ფინანსური ცოდნის განვითარებაში ეხმარება. 2026 წლის პირველ ნახევარში პლატფორმაზე განთავსებულმა საგანმანათლებლო მასალებმა 185 000-ზე მეტი მომხმარებელი მოიცვა. ამასთან, ფინანსური განათლების გავრცელების მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში ჩატარებული აქტივობები. საქართველოს ბანკის თანამშრომლები, როგორც მოხალისეები, ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტ სკოლაში ჩაერთნენ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილების ჩატარებაში, რომელშიც დაახლოებით 4 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინანსური განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ინიციატივა ასევე ღრმად არის ინტეგრირებული აკადემიურ და საგანმანათლებლო გარემოში: ბანკი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რათა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს პრაქტიკული კურსები და სასწავლო მასალები. ხოლო, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შექმნილი სასერტიფიკატო ტრენინგები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლობიანი სესხება და ფინანსური კეთილდღეობა. ეკოსისტემა ასევე მოიცავს ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ციფრულ და მედია კონტენტს, რომელიც ფინანსურ თემებს მარტივი და გასაგები ფორმით ხსნის - ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა მედიაპლატფორმასთან და იყენებს სოციალურ ქსელებს, რათა ფინანსური ცოდნა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. „ფინანსური განათლების ეკოსისტემა ეფუძნება ჩვენს ხედვას, რომ ფინანსური ჩართულობა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ ცოდნა და თავდაჯერება, რათა ეს შესაძლებლობები სწორად გამოიყენონ. ჩვენი მიზანია, ფინანსური განათლება ცხოვრების ყველა ეტაპის ნაწილად ვაქციოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ეს საქართველოს ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)