22:24 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 14:09:03, 1055 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

კობახიძის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე.

ამასთან, 28 ივლისს გამოცემული კიდევ ერთი ბრძანებით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 28 ივლისს განაცხადა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics