|
2016-04-06 13:09:03, 591 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსური შემოწირულებების კუთხით, „გირჩი“ ლიდერობს, მეორე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსია“
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების სიას აქვეყნებს. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „გირჩი“ ლიდერობს - 168 058,00 ლარით. მეორე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსია“ 143 283,70 ლარით. მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 20 560,00 ლარი მიიღო. მასზე ერთი საფეხურით ზემოთ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემოწირულობამაც 30 097,90 ლარი შეადგინა. მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მცირე შემოწირულობა პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მიიღო - 5,00 ლარი. ჯამში პარტიებმა 428 476,60 ლარი მიიღეს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემები ასეთია: პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - 168 058,00; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 143 283,70; ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - 45 070,00; მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30 097,90; მ.პ.გ."ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 20 560,00 მ.პ.გ."დევნილთა პარტია" - 8 010,00; საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 5 972,00; მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები" - 4 000,00; პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" - 1 500,00; პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" - 710,00; მ.პ.გ. "საქართველოს მშვიდობისათვის" - 550,00; საქართველოს კონსერვატიული პარტია - 360,00; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 300,00; პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" - 5,00.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)