23:18 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 15:42:02, 1123 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოსტით ეხმაურება თბილისში გუშინ მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს - თავდასხმას ონისე ოქრიაშვილზე, ვერაზე მომხდარ დაჭრას.

"გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად შემზარავი და აბსურდამდე მისულია ამ ახალგაზრდა სიცოცხლის ასე ერთი გასროლით მოსპობა. სიტყვები არ ყოფნის და სიტყვების მაგივრად ბრაზი გიპყრობს. რატომ? რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს?

და გუშინდელ სრულიად განსხვავებულ მოვლენებზე თუ დავფიქრდენით, მათ ერთი რამე აერთიანებს. სამივე შემთხვევაში სამიზნ იუმორია :

- ბავშვები მანქანაში იცინოდნენ! რა გაცინებთო!!! და მოკლეს!

- ჟურნალისტი ირიბ იუმორით აშარჟებს რეპრესიული სქროლ სქრინის სააგენტოს და მის აკრძალვებს. როგორ ბედავო? და დაიჭირეს!

- მსახიობი სტანდაპზე აშარჟებს ყველას და ყველაფერს, რამეთუ ირონია არის ფილოსოფიის ნაწილი, სხვა კუთხით სამყაროს დანახვისა და გააზრების საშუალება. და ოთხი კაცი დაესხა თავს!

ანუ ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკოს!!!

რუსის ოცნება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics