|
2026-07-23 14:52:37, 956 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს იწყებს - ძალაში შევიდა ბლოკის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. საბერძნეთმა, რომლის ვეტოც აქამდე შეთანხმებას ხელს უშლიდა, მოიპოვა გამონაკლისის უფლება, გააგრძელოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირის არაწევრი ქყვეყნებისთვის. საბერძნეთი ვეტოს მტკიცედ ინარჩუნებდა, სანამ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ დათანხმდა ამ გამონაკლისს. საბერძნეთმა საკითხი სადავო გადახა რუსული თხევადი აირის აკრძალვის უარყოფით, რომელიც სანქციების წინა პაკეტის ფარგლებში ერთხმად იყო მიღებული. საბერძნეთი ითხოვდა, რომ 2027 წლის იანვრის (დაგეგმილი საბოლოო ვადის) შემდეგაც გაეგრძელებინა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირის ბაზრის გარეთ მიწოდება. საბერძნეთი მიწოდების უფლებას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმებული პირობებით გააგძლებს. ეს პირობა ყოველწლიურად გადაიხედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათენს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება მის გასახანგრძლივებლად. მიუხედავად სადავო გამონაკლისისა, შედეგად შესაძლებელი ხდება რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციამდე, მოსალოდნელი იყო ბარელის ფასის 44-დან 58 დოლარამდე ზრდა. ბრიუსელმა დაასკვნა, რომ ეს კრემლს შვებას მისცემდა იმ დროს, როდესაც უკრაინამ ბრძოლის ველზე ახალი უპირატესობა მოიპოვა. „ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კორექტირების ერთი წლით გაყინვა, რათა რუსულმა საომარმა მანქანამ ბაზარზე არსებული რყევებით არ ისარგებლოს,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს დილით. გარდა ამისა, სანქციების პაკეტი სიაში ამატებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ უფრო მეტ გემს, რომელსაც რუსეთი ფასის ზედა ზღვრისთვის გვერდის ავლისა და ჰიბრიდული საომარი ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს. ფლოტის 600-ზე მეტ გემს ევროკავშირის პორტებსა და სერვისებზე წვდომა აეკრძალა. პაკეტი ასევე მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტო და ნავთობით სავაჭრო პლატფორმების, ბრძოლის ველზე აღმოჩენილი სხვადასხვა ლითონების, 250-ზე მეტი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომელთაც უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერასა და პროპაგანდის გავრცელებაში ედებათ ბრალი.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)