|
2026-07-20 14:12:07, 1767 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა. წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში. ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში. "ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას." - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. "ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს." - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი. Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)