|
2016-04-05 20:21:09, 452 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრეს
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)