|
2026-07-15 14:39:01, 2297 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
BNS-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა სხვადასხვა უცხოური მედია წყაროების ცნობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ. „ჩვენ მივიღეთ სიგნალები ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან“, - განაცხადა ნაუსედამ, - “ინფორმაცია არ ასახელებს კონკრეტულ ადგილს ან დროს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ შესაძლოა ვიცოდეთ მხოლოდ დაგეგმვის ფაქტის ან განზრახული მიზნის შესახებ.“ პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი კინეტიკურ ოპერაციებს გეგმავს, რომელიც რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურისკენ იქნება მიმართული. ნაუსედას თქმით, ხელისუფლება ემზადება შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება შეაფერხოს საკვანძო ინფრასტრუქტურის მუშაობა. „ნებისმიერი რამ მნიშვნელოვანია, რასაც შეუძლია შეაჩეროს ამ ობიექტების ფუნქციონირება. მათ აქვთ მნიშვნელობა არა მხოლოდ თავისთავად, არამედ იმიტომაც, რომ ისინი უზრუნველყოფენ მთელი სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი ჩვენს სინქრონიზაციას კონტინენტური ევროპის ელექტროქსელთან,“ - თქვა ნაუსედამ. მიმდინარე თვის დასაწყისში, პოლონეთმაც განაცხადა, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები საუბრობენ თავიანთი ტერიტორიისა და ბალტიისპირეთი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული თავდასხმების საფრთხის შესახებ. ლიეტუვამ, რომელსაც სახმელეთო საზღვრები აქვს რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან და მოსკოვის მოკავშირე ბელარუსთან, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)