|
2026-07-13 11:36:37, 1789 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ ანგარიშში. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა 3.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა ივნისში 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ 6 თვეში კი იმპორტი ჯამურად 9 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი. საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 20 ივლისს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)