|
2026-07-10 15:34:35, 2150 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმა, თუმცა ის სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. დარბაზი დაატოვებინეს დამსწრეებსა და მედიასაც. ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ელისაშვილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის, სახეზე ნიღბით, 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა ნაწილში, სადაც არქივი არის განთავსებული. ბრალდებულმა თავდაპირველად სავენტილაციო მილზე ასვლით სცადა ფანჯრის გაღება, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ კიბეებზე ჩამოვიდა და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი ანთებული ნივთიერება, რამაც ხანძარი გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით ელისაშვილი კვლავ მიუახლოვდა სხვა ფანჯარას, რომელიც მეორე არქივის ოთახთან მდებარეობდა, ავიდა სავენტილაციო მილზე და ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა როგორც შენობის გარე ფასადზე, ისე არქივში, სადაც ინახებოდა ასობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რამაც გამოიწვია სერიოზული ქონებრივი ზიანი. ამასთან, საფრთხე შეექმნა იმ დროს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამ თანამშრომელს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)