|
2026-07-08 12:44:29, 1018 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ორი დღის წინ თბილისში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგები შეაჯამა. მისივე განმარტებით, პრობლემას ასევე ქმნის სანიაღვრე ქსელების მოძველება ან მისი არარსებობა.
„2017 წლიდან ასეა - როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ჩავიდა.
„აღნიშნული ტელევიზია დაკავებულია სიცრუითა და ცილისწამებით. ისინი ამჯერადაც შეეცადნენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე დეზინფორმაციას. წყლის ჩამოსვლის არანაირი ფაქტი არ ყოფილა. როდესაც აღნიშნული პრობლემა მართლა არსებობდა, არ მოგვრიდებია და თანაგუნდელებთან ერთად ვისაუბრე ამაზე. მოადგილეებსა და აუდიტის სამსახურის ხელმძღანელს დავავალე პრობლემის აღმოფხვრა, დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია. თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ, ვიცით რა გამოწვევებია დედაქალაქში. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ამ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს და მოიძიეთ სწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)