|
2026-07-04 18:31:30, 3054 ნახვა
პოლიტიკა
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ინფორმაციას ვენაში, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party-ის კონგრესზე მყოფი პარტია „დროა“ ავრცელებს. რეზოლუციაში - „ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“, ALDE აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც ფართო რეგიონი მზარდად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან, ივანიშვილის რეჟიმმა გადააქცია მისი მმართველობა რუსეთის უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად აღმოსავლეთ ევროპაში, განგებ წყვეტს რა კავშირებს დემოკრატიულ სამყაროსთან და ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს. ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ სიმამაცეს, სიმტკიცესა და ურყევ ერთგულებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამასთან ALDE გამოხატავს შეშფოთებას: დემოკრატიის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევასთან დაკავშირებით; უკანასკნელ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია პროტესტის მონაწილეების, სტუდენტებისა და სამედიცინო პროფესიონალების მიმართ, რომელთა შორის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილია; გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურების უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელთა შორის არიან ALDE-სთან დაკავშირებული პარტიების წევრები, როგორებიც არიან ელენე ხოშტარია, ვისი სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას და სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე; საქართველოში ALDE-სთან ასოცირებული პარტიების ყველა ლიდერის სისტემატურად მიზანში ამოღებასთან დაკავშირებით, რომლებიც ან უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები, ან მომდევნო თვეებში პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ. ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს: მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ ძალიან ცხადი, უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე. აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის ხელშემწყობები პირების მიმართ, ასევე მისი დამფინანსებელი და მხარდამჭერი ქსელების მიმართ; მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური, სისტემური და შედეგებზე ორიენტირებული სამედიცინო მკურნალობა და უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. გამოიყენონ ყველა არსებული დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აქტიური სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მკაფიოდ გამიჯნონ რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის ნებისმიერი საყოველთაო შეჩერების წინააღმდეგობით და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზანმიმართულ სანქციებზე ფოკუსირებით. ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)