12:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 10:25:30, 294 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური

მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ამის გამო სერიოზული სინდისის ქენჯნა ჰქონდა.

„შეიცვალა თავმჯდომარე, მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი ფაქტობრივად აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა და ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics