|
2026-07-01 12:23:51, 1426 ნახვა
საზოგადოება
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება „4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)