|
2026-07-01 12:12:33, 1431 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე, და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. ავტობუსები მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. გამომცდელებს და კონკურსში მონაწილე პირებს სპეციალური დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურებათ". - თქვა კალაძემ. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)