|
2026-06-29 10:46:04, 1181 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
PSP გთავაზობთ სიახლეს - ფრანგულ პრემიუმ დერმოკოსმეტიკის ბრენდის Rexaline - ღრმა და ხანგრძლივი, ინტენსიური ჰიდრატაციის საშუალებებს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებისთვის. თანამედროვე სამყაროში კანი ყოველდღიურად ექვემდებარება გარემოს მავნე ზემოქმედებას, სტრესსა და დეჰიდრატაციას, სწორი დატენიანება აღარ არის მხოლოდ მოვლის ერთ-ერთი ეტაპი, ეს არის ჯანსაღი და ახალგაზრდული კანის საფუძველი. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა აგებული ფრანგული პრემიუმ ბრენდი Rexaline. ბრენდის ხედვის მიხედვით, კანის დაბერების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ტენის დაკარგვაა, ამიტომ Rexaline-ის ყველა პროდუქტის ეფექტურობის მთავარი საიდუმლო ღრმა და ხანგრძლივი დატენიანება წარმოადგენს. Rexaline-ის სავიზიტო ბარათია ექსკლუზიური RX Hyaluronic Acid, მრავალწლიანი კვლევის შედეგად შექმნილი ჰიალურონის მჟავის სპეციალური ფორმა, რომელიც კანში ბევრად ღრმად აღწევს, ვიდრე კლასიკური ჰიალურონის მჟავა. სწორედ ამ ტექნოლოგიაზეა აგებული Rexaline-ის ყველა ძირითადი ხაზი. ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავის ერთ მოლეკულას საკუთარ წონაზე ბევრად მეტი წყლის შეკავება შეუძლია, რაც კანს ელასტიურობას, სიგლუვესა და სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ინტენსიური დატენიანება თავის მხრივ ახდენს კანის სიმკვრივისა და სიგლუვის გაუმჯობესებას, სიმშრალისა და დაჭიმულობის შემცირებას, კანის ბუნებრივი ბარიერის მხარდაჭერასა და ჯანსაღი, ბზინვარე იერს უზრუნველყოფს. Rexaline ყოველდღიურ რუტინას გარდაქმნის სასიამოვნო რიტუალად, სადაც ყოველი ნაბიჯი კანის ღრმა დატენიანებას, კომფორტსა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას ემსახურება. დატენიანებული კანი უკეთ ინარჩუნებს ელასტიურობას, უფრო ნათლად და თანაბრად გამოიყურება, ხოლო ნაოჭები და დაღლილობის ნიშნები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. სწორედ ამიტომ, Rexaline-ისთვის სილამაზის საიდუმლო რთულ ფორმულებში კი არა, კანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენაშია. პროდუქტები მორგებულია მგძნობიარე კანზე ყველა ასაკისთვის, ყველა ტიპის კანისა და სახის კანის ტონისთვის. Rexaline გვახსენებს, რომ ყოველდღიური მოვლა მხოლოდ რუტინა არ არის. ეს არის დრო საკუთარი თავისთვის, როდესაც კანი იღებს იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება -წყალს. კანის მოვლის ფრანგული ფილოსოფია Rexaline-ისგან რუტინიდან რიტუალამდე - როდესაც დატენიანება სილამაზის რიტუალად იქცევა.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)