04:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 10:51:02, 527 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშლი: საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ძალისმიერად მოწყვიტეს

"საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც  ის ძალისმიერად მოწყვიტეს", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც  ის ძალისმიერად მოწყვიტეს. ჩვენი, როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის, ნატოს წევრობის გზაზე მდგომი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის, რომ სწორედ  ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე, ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომელიც გაყოფს ნატო-ს, რომელიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს ცალკე დღის წესრიგები ნატო-ს წევრ სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, ამ მთავარი გზავნილით, ამ მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics