|
2016-04-04 19:02:03, 496 ნახვა
პოლიტიკა
კვაჭანტირაძე: მათი პოლიტიკური ცხოვრება, რომლებიც გადაწვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, დასრულდება
"იმ ადამიანების, რომლებიც ხვალიდან გადაწვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს, პარტნიორებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, უცბად გამოიღვიძეს და გაახსენდათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში და კონიუნქტურა მოითხოვს ახლა მმართველი პარტიის ლანძღვა-გინებას, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში დასრულდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „პრობლემები კი არა, სამუშაო მოგვემატება იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით უფრო მეტი დროის დახარჯვა მოგვიწევს, ალბათ, უმრავლესობის შიგნით ცალკეული საკითხების შესათანხმებლად და ეს ბუნებრივი პროცესია. მე ამაში ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ენერგიული და მეტი დროის დათმობა მოგვიწევს ამა თუ იმ საკითხების შესათანხმებლად. ზოგადად, მე მინდა ვთქვა სხვა რამ. ის, რომ ყველამ ცალ-ცალკე გავაკეთეთ დეკლარირება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებში ცალ-ცალკე წარვდგებით და ხალხსაც დავუდასტურებთ (მე მარტო „ქართულ ოცნებაზე“ არ ვლაპარაკობ), თუ რამდენად რეიტინგულები და საჭირონი ვართ საზოგადოებისთვის, ამაზე უკვე ყველამ გააკეთა განცხადება. ასე რომ, ამ თემას არ დავუბრუნდები, მაგრამ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამომრჩევლის წინაშე, რომ კოალიცია მომავალ არჩევნებამდე იქნებოდა ერთიანი, ამიტომ თუ ვინმეს ამ პასუხისმგებლობის დეფიციტი გაუჩნდება, მე ცალკეულ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს თანამდებობებზე არიან, ხვალ უცბად თანამდებობიდან გადასკუპებას მოინდომებენ ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნების“ აქტიური კრიტიკის რეჟიმში, მე სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით ვამბობ იმას, რომ ასეთი პოლიტიკოსები საკუთარ თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ (ამ შემთხვევაში არავის არ ვგულისხმობ). ევთანაზიის რეჟიმს მე მგონი განმარტება არ სჭირდება, ეს არის როცა საკუთარი ნებით სასიცოცხლო აპარატს გამორთავს. ეს ადამნიანები შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სცენას დიდი ხნით ჩამოშორდნენ. არ დავაკონკრეტებ. იმ ადამიანების, რომლებიც ხვალიდან გადაწვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს, პარტნიორებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, უცბად გამოიღვიძეს და გაახსენდათ, რომ იყონ უმრავლესობაში და კონიუნქტურა მოითხოვს ახლა მმართველი პარტიის ლანძღვა-გინებას, ასეთი ადამიანების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში იქნება დასრულებული და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე წერტილს დაუსვამს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)