09:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 18:20:02, 570 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელი ბათუმში თურქეთის საზღვაო ფლოტის ფრეგატზე „TCG YAVUZ“-ზე გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში თურქეთის საზღვაო ფლოტის ფრეგატზე „TCG YAVUZ“-ზე გამართულ მიღებას დაესწრო.

თავდაცვის მინისტრთან ერთად თურქულ ფრეგატზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ.
 
„მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს. გემი ბათუმის პორტში ერთ-ერთი წვრთნის ფარგლებში შემოვიდა. ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და უფრო მეტ მზადყოფნაში ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თურქული გემი საქართველოში შავ ზღვაში ყოველწლიური გეგმური სწავლების ფარგლებში შემოვიდა. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics