|
2026-06-12 11:33:03, 1361 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
გუშინ, 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ ევროსკოპთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "პოზიტიურად არის განწყობილი". რაც შეეხება EU-ის პოზიციას, ბრიუსელში წყარო "უნაყოფოდ" აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს. კერძოდ, რადიო თავისუფლების ევროპის საკითხებს რედაქტორს რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირი ანონიმურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ ეს დიალოგი "საკმაოდ უნაყოფო" იყო. რადიო თავისუფლების თანახმად, თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა. ამ წყაროს ცნობით, როდესაც გიორგი ტაბატაძესა და მის გუნდს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო. ამავე წყაროს თანახმად, დელეგაციის მაქსიმუმი იყო იმის ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობს აღნიშნული რეპრესიული კანონები. რადიო თავისუფლებასთან ეს თანამდებობის პირი "პროპაგანდას" უწოდებს დელეგაციის საუბრის პუნქტებს, თუ როგორ ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები რეჟიმის ცვლილებას და ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას. წყაროს ცნობითვე, თბილისი ამტკიცებს, რომ "მკაფიო სფეროები" არსებობს, რადაც შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, - თუმცა ეს, წყაროს შეფასებით, უკიდურესი მინიმუმია, - და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას. გუშინდელი შეხვედრა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა. ის შედგა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად.
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)